სომხური დამწერლობა



გადმოცემის თანახმად იგი 405 წელს შექმნა  სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა.თავდაპირველად სომხურ ანბანში 36 ასო იყო. მეთორმეტე საუკუნეში სამი ასო დაემატა.თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა.ამათგან 7 ხმოვანია.დანარჩენი თანხმოვანი. სომხური დამწერლობა რიცხვების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა.სომხურ ანბანს დღემდე სახე არ შეუცვლია მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგის (ასომთავრული) და ბოლორგირი (ნუსხური). სომხური დამწერლობა გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი. სომხური საისტორიო წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით იგი მეხუთე საუკუნის დასაწყისში შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა. მეორე ჯგუფის წყაროთა ცნობით მან უკვე არსებული ანბანი მხოლოდ შეავსო.ყველაზე გავრცელებული შეხედულებით მეხუთე საუკუნემდე სომხური დამწერლობა არ არსებობდა. საერთო აზრი არ არებობს არც სომხურ დამწერლობის წარმომავლობის საკითხში.სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბერძნული სისტემის გავლენას.

Comments

Popular posts from this blog

ინდური დამწერლობა

ებრაული დამწერლობა

ჩინური დამწერლობა