ჩინური დამწერლობა
ლოგოგრამული დამწერლობა რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა 3200 წლის წინ და სავრაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია.ამ დროის განმავლობაში ჩინურმა დამწერლობამ მნივნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინგვისტი არქეოლოგებისათვისაა შესაძლებელი. ჩინეთში აღმოჩენილი უძველესი ნიმუშები კუს ჯავშანზე დაახლოებით ძვ.წ 8 ათასწლეულს ეკუთვნის მათი გაშიფვრა ჯერ ვერ მოხერხდა. ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც. ჩინურ სიმბოლოთა 4 პროცენტი არის პიქტოგრამებიდან წარმოებული. თანამედროვე იეროგლიფებისა და პიქტოგრამების შორის კავშირის შემჩნევა არ არის ადვილი. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდეიმე მარტივი იეროგლიფისაგან.დიდ ლექსიკონში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ 3000-4000 იეროგლიფი იცის.თითო იეროგლიფი აღნიშნავს თითო მარცვალს, ხოლო ბევრი ჩინური სიტყვა შედგება ერთზე მეტი მარცვლისაგან.კონტინენტურ ჩინეთში გამოიყენებ 1956 წლიდან გამარტივებული დამწერლობა.
Comments
Post a Comment