Posts

მონღოლური დამწერლობა

Image
მეცამეტე საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა.(წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ)მე-14 საუკუნეში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურულ დამწერლობა გადაახალისეს და “გალიკი” უწოდეს.17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-ჰდიტამ. რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო და ჩამოაყალიბა ეგრეთწოდებული ”ნათელი დამწერლობა”

ინდური დამწერლობა

Image
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დამწერლობათა დიდი ჯგუფი,რომელთა ც აერთიანებს წარმომავლობა და ანბანთა აგების პრინციბები.ინდოეთის,ბანგლადეშის, პაკისტანის, ნეპალის გარდა.ინდური დამწერლობის ნაირსახეობებმა ბუდიზმთან ერთად შეაღწია ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში. საკუთრივ ინდოეთში დამწერლობის უძველესი ტიპია ძვ.წ 3-2 ათას. წ.მოხენჯო-დაროს,ჰარაპისა და სხვა იეროგლიფური ნიშნები საბეჭდავებზე. რაც დღემდე გაუშიფრავია.უძველესი ამოკითხული წერილობითი ძეგლები(ძვ.წ. მესამე ს.) დაწერილია სილაბურით, ბრაჰმით. ბრაჰმიდან მომდინარეობს ინდური დამწერლობის შემდეგდროინდელი განშტოებები. ბრაჰმის პარალელურად ძ.წ.V.– იდან ახ.წ 5 – მდე გავრცელებული ყოფილა ქაროშთი, რომელიც თანდათან განდევნა ბრაჰმამ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ინდური დამწერლობის 3 ძირითადი შტო;გუპტა,ტიბეტური,ნაგარი.

ჩინური დამწერლობა

Image
ლოგოგრამული დამწერლობა რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა  3200 წლის წინ და სავრაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია.ამ დროის განმავლობაში ჩინურმა დამწერლობამ მნივნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინგვისტი არქეოლოგებისათვისაა შესაძლებელი. ჩინეთში აღმოჩენილი უძველესი ნიმუშები კუს ჯავშანზე დაახლოებით ძვ.წ 8 ათასწლეულს ეკუთვნის მათი გაშიფვრა ჯერ ვერ მოხერხდა. ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც. ჩინურ სიმბოლოთა 4 პროცენტი არის პიქტოგრამებიდან წარმოებული. თანამედროვე იეროგლიფებისა და პიქტოგრამების შორის კავშირის შემჩნევა არ არის ადვილი. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდეიმე მარტივი იეროგლიფისაგან.დიდ ლექსიკონში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ  3000-4000 იეროგლიფი იცის.თითო იეროგლიფი აღნიშნავს თი...

ეთიოპური დამწერლობა

Image
მარცლოვანი დამწერლობ,(აბუგიდა)რომელიც სამხრეთ არაბული დამწერლობისაგან განვითარდა.ის სხვა სემიტური დამწერლობებსაგან განსხვავებით მარცხნიდან მარჯვნივ იწერება.მეცნიერები ეთიოპიურ დამწერლობას,ისევე როგორც ინდურს,აბუგიდას კატეგორიაში აერთიანებენ,თუმცა ინდური შრიფტები გაცილებით ძველია,ვიდრე ეთიოპიური, სილაბური დამწერლობა.ეთიოპიური დამწერლობა მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში იქნა სისტემატიზირებული. ძველი ეთიოპიური ენისათვის შექმნილ დამწერლობას, თანამედროვე ენების ამჰარულის,ტიგრინიისა და სხვათა შესაწყობად გარკვეული მოდიფიკაცია ჩაუტარდა.ზოგიერთი ძველი ნიშანი ხმარებიდან იქნა ამოღებული.

კორეული დამწერლობა

Image
ჰანგული კორეული ან ჩორონგული კორეული არის კორეული ენის ანბანი რომელმაც კორეაში შეცვალა ჩინეთიდან შემოსული ჰანჯა,ანბანი შედგება 14 თანმოვანისაგან და 10 ხმოვნისაგან.ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება ასოთა მოხაზულობა შემუშავებულ იქნა სხა დამწერლობებისაგან დამოუკიდებლად.ჰანგული შქმნეს მეცნიერთა ჯგუფმა 1443წელს ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის. სეჯონგ დიდის დავალებით.მეფე ახალი ანბანის შექმნის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ძალიან განსხვავდებოდა ჩინურისაგან დაუბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების სწავლა, ახალი ანბანის სწავლა კი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს.მეფის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა”სახალხო ანბანი”ჰანგულის მეორე დაბადება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.ჰანგული გახდა კორეული ეროვნული მოძრაოების სიმბოლო,როდესაც კორეა სულ უფრო და უფრო ექცეოდა იაპონიის გავლენის ქვეშ. 1945 წლიდან როდესაც კორეა იაპონიისაგან განთავისუფლდა.ჰანგული გახდა ოფიციალური დამწერლობა.

იაპონური დამწერლობა

Image
იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა ნიშნური სისტემისა და იაპონური კუთხოვანი (კატაკანა) და მრგლოვანი (ჰირაგანა) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი სავარაუდოდ ჩვენი წელთთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ. დროთა განმავლობაში იაპონელებმა გრაფიკული ნიშნები 250 იდიუგრამით(კანჯი)განავრცეს.დღეისათვის ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში.შერეული სტილით წერისას  ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიყენება,სუფიქსები,ბოლოსართები და ა.შ. პირაგანათი წერენ კატაკანას გამოხატება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (უცხო ან ნასესხები სიტყვებით) იაპონელები წერენ ვერტიკალურად ზევიდან ქვევით,მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად მარცხნიდან მარჯვნივ.სიტყვებს ინტერვალების გარეშე წერენ.მათ გადატანა ან გაყოფა ნებისმიერ ადგილას შეიძლება ტირეს გარეშე. იაპონელები ნიშნებს წერენ  ნაგულისხმევ კვადრატებში. სათაურის სანახავად წიგნი ზურგზე უნდა გადმოვატრიალოთ მარჯვნისაკენ და წავ...